
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი მორიგი ცხინვალელი დაიღუპა
25/06/2024 13:57:46 კონფლიქტები
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი მორიგი ოსი - რუსტამ ტაბუევი დაიღუპა.
ოსური მედიის ინფორმაციით, 36 წლის ცხინვალელ მებრძოლს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის უკრაინაში რუსეთის მხარეს "მოხალისეების" სტატუსით ცხინვალის რეგიონის 1000-ზე მეტი მკვიდრი იბრძვის. გარდაცვლილია რეგიონის 40-მდე მკვიდრი.