Accentnews.ge
ბელგრადმა, მიუხედავად მოსკოვის უკმაყოფილებისა, სერბული იარაღის უკრაინაში გაგზავნის გამო დასავლეთის ქვეყნებისთვის მიყიდვის შეზღუდვაზე უარი თქვა

ბელგრადმა, მიუხედავად მოსკოვის უკმაყოფილებისა, სერბული იარაღის უკრაინაში გაგზავნის გამო დასავლეთის ქვეყნებისთვის მიყიდვის შეზღუდვაზე უარი თქვა

26/06/2024 06:54:42 მსოფლიო

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა და მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) ხელმძღვანელმა მილოშ ვუჩევიჩმა დასავლეთის ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვის შეზღუდვის წინააღმდეგ ისაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებიდან სერბული იარაღი შესაძლოა უკრაინაში გაიგზავნოს სამხედრო დახმარების ფარგლებში.

„არ მინდა, ხელი შევუშალოთ კომპანიებს ჩვენი საბრძოლო მასალის ესპანეთში, ჩეხეთში ან აშშ-ში გაყიდვაში. იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება არ არის რაღაც აკრძალული ან ამორალური, თუმცა იარაღის გამოყენება შესაძლებელია იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებებია“, - განაცხადა ვუჩევიჩმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ იარაღის გაყიდვა არ წარმოადგენს სერბეთის დახმარებას, როგორც უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის.

მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა Financial Times-თან საუბარში დაადასტურა, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ქვეყანამ გაზარდა საბრძოლო მასალის ექსპორტი დაახლოებით 800 მილიონი ევროთი და რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის მიწოდებული იარაღის ნაწილი შესაძლოა, უკრაინაში მოხვედრილიყო.

ამასთან, ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავარი მოვალეობაა საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვა და არა იმის კონტროლი, თუ სად მიდის საბრძოლო მასალა გაყიდვის შემდეგ.

სერბეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ იარაღის ექსპორტი ქვეყანაში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაა. ამავდროულად, მან უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში რომელიმე მხარის მხარდაჭერაზე.

ამის შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ ისინი ბელგრადთან „გაარკვევენ“ საკითხს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერბულ მხარესთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განაცხადა.

იხილეთ ასევე: სერბულმა ქარხნებმა სამ ცვლაში დაიწყეს მუშაობა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნით

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S