კალაძემ მოადგილეები, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და გამგებლები გააფრთხილა

15-01-2020 12:29:02 პოლიტიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე წლისთვის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დააანონსა და დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოადგილეები, გამგებლები, მერიის ყველა სამსახური და მათი ხელმძღვანელები გააფრთხილა, კორუფციის პრევენციაზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ.

„მინდა, გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე, რათა რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. გვქონდა მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, მაქსიმალური ყურადღება იყოს ამ მიმართულებით, რომ პრევენცია მოხდეს და ყველანაირი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები