„შეცვალეს“ აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს

15-01-2020 13:05:31 პოლიტიკა ,საზოგადოება

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება და მის მფლობელობაში არსებული ქონების დაყადაღება მოითხოვეს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი ჩამოშორდეს ხელისუფლებას, ვინაიდან ის "რუსეთის მეფისნაცვალია საქართველოში".

"მოძრაობა „შეცვალე" ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ამ სანქციების დაწესებით და მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნით მივაღწევთ გამარჯვებას და მაქსიმალურად სწრაფად ჩამოვაშორებთ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას",-აცხადებენ აქტივისტები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები