Accentnews.ge
რას ყვება ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტისთვის დაკავებული

რას ყვება ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტისთვის დაკავებული

15/01/2020 12:10:52 სამართალი

პარლამენტის წევრ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის ფიგურანტი ვახტანგ რობაქიძე ბაკურიანში, ერთ–ერთ რესტორანში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„ოხანაშვილს ვუთხარი, რომ ქვეყნის გამყიდველი და მოღალატეა და ამის გამო მოხდა ეს“, - ამბობს რობაქიძე.

მისი თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მხარეები სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლნენ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში რობაქიძის პროცესი დღეს 15 იანვარს გაიმართა. მარიკა ჩიტაშვილმა მას სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ახალციხეში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. ბრალდება ხუთდღიან პატიმრობას ითხოვდა, თავად რობაქიძე კი გირაოს.

პროცესზე რობაქიძეს ადვოკტი არ ჰყოლია. მისი თქმით, ბაკურიანში ისიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ინციდენტის დროს ნასვამი იყო. პოლიციასთან სეკამათება კი იმიტომ მოუვიდა, ბავშვები მას მარტო ჰყავდა დასასვენებლად წაყვანილი.

"ახლაც არ ვიცი, ბავშვები სად არიან. მითხრეს, რომ ჩემმა მეგობარმა წაიყვანა",– აღნიშნა რობაქიძემ.

მას ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით ედება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ს 151 მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S