რას გეგმავს სახელმწიფო მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად

15-01-2020 16:27:31 პოლიტიკა ,საზოგადოება ,ეკონომიკა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მუშავდება რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები დარეგულირდება და კონკრეტული მონახაზი 6 თვეში გახდება ცნობილი.

„ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული პროგრამების მეშვეობით. შესაბამისად, ამ პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ. დანარჩენ რეგულაციებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ვინაიდან მიმდინარეობს შიდა კომუნიკაცია როგორც ფარმამომწოდებლებთან, ასევე სამინისტროსთან. სხვა რეგულაციებით იქნება მათთვის ფასები დარეგულირებული. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან ეს არის სრულიად არარეგულირებადი ბაზარი. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ 6 თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირველადი მონახაზი დავდოთ. 6 თვეში გვეცოდინება ის მონახაზი, რომელ გზას ირჩევს სახელმწიფო ფასების წარმოქმნისთვის. ამ გზებს და ჩამონათვალსაც 6 თვეში გაიგებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები