
რუსებმა გრემისხევის თავზე რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეცსადგომი მოაწყვეს – ქაცარავა
01/07/2024 10:38:49 კონფლიქტები
ანტისაოკუპაციო მოძრაობაის დამფუძნებელი დავით ქაცარავა იტყობინება, რომ რუსმა ოკუპანტებმა გრემისხევის თავზე რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეციალური სადგომი მოაწყვეს.
ქაცარავა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ცალსახად ნიშნავს ოკუპანტების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ის ფოტომასალასაც აქვეყნებს.
"რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.
ასეთი ტიპის სპეც სადგომები მთელი ხაზის გასწვრივ მრავლად აქვთ მოწყობილი.
ბუნებრივია, ეს არ არის ახალი ბაზის მშენებლობა, ან თუნდაც ახალი საგუშაგოს მოწყობა, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ორკების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ჩვენ კი ვიგებთ ომს მშვიდობით, მაგრამ ორკები სხვანაირად ფიქრობენ აშკარად" - წერს დავით ქაცარავა.
"აქცენტი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. კომენტარი მიღებისთანავე აისახება მასალაში.