Accentnews.ge
ბაბაევს მოსამართლემ 1000– ლარიანი გირაო შეუფარდა

ბაბაევს მოსამართლემ 1000– ლარიანი გირაო შეუფარდა

03/07/2024 13:41:57 სამართალი

ბიზნესმენს, სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს აღკვეთის სახით 1000 ლარიანი– გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გოგა კუპრეიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო, – იუწყება "მთავარი არხი".

პროკურატურა ბაბაევისთვის 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას.

ბაბაევს იარაღის უკანონო ფლობას ედავებიან. ბრალი ოფიციალურად მას დღეს წაუყენეს.

6 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ დაკავებული იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები უკანონოდ ცნო. შესაბამისად, ბაბაევი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის მოსამართლის ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და იოსებ ბაბაევის ავტომობილის ჩხრეკა პირადი ჩხრეკისგან განსხვავებით კანონიერად ცნო. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ბაბაევს დღეს ბრალი წაუყენეს.

ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S