სოხუმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო ერევანს აკრიტიკებს

04-07-2024 16:59:22 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ერევანს აკრიტიკებს. მიზეზი სომხეთის პოზიციაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში 3 ივლისს განხორციელებული ვიზიტისას ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მანამდე კი გაერო-ს გენასამბლეის სხდომაზე შესაბამისი რეზოლუციის კენჭისყრისას დაფიქსირდა.

"სომხეთის პოზიცია ამ საკითხში სერიოზულადაა შეცვლილი. მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, თავი შეიკავოს საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შაბლონური ფრაზების გამოყენებისგან. ეს ყველაფერი შემაშფოთებელია იმის ფონზე, რომ სომხური დიასპორა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და განვითარებაში, რომ მისი წარმომადგენლები თავის დროზე ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ ქართველი აგრესორებისგან აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და ხალხის დასაცავად. იმედს ვინარჩუნებთ, რომ უახლოეს პერსპექტივაში სომხეთის ხელმძღვანელობა შექმნილი ვითარებიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს და ამ საკითხში პოზიციას დააკორექტირებს" - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, სოხუმი თბილისსაც მიმართავს მოწოდებით, "გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები