Accentnews.ge
ერდოღანმა სი ძინპინი გააფრთხილა უკრაინა–რუსეთის ომის გამო გლობალური კონფლიქტის საფრთხის შესახებ

ერდოღანმა სი ძინპინი გააფრთხილა უკრაინა–რუსეთის ომის გამო გლობალური კონფლიქტის საფრთხის შესახებ

04/07/2024 19:33:35 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება გლობალური დონის კონფლიქტში გადაიზარდოს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე უკრაინა-რუსეთის ომისა და პალესტინაზე ისრაელის დარტყმების გაფართოების საფრთხის მნიშვნელობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ქმედითი ზომები ამ საკითხში“, - იუწყება თურქეთის კომუნიკაციების სამსახური.

ნათქვამია, რომ ერდოღანი ყაზახეთის დედაქალაქში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე ჩავიდა.

უკრაინის ომის გარდა, თურქეთის პრეზიდენტმა და სი ძინპინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

ბელარუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მშვიდობისკენ ისწრაფვის და გააგრძელებს კონტაქტებს ყველა მხარესთან ამ საკითხზე.

ერთი დღით ადრე, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა ერდოღანს SCO-ს სამიტის ფარგლებში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ განიხილავს თურქეთის ხელმძღვანელს შუამავლად უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ტელეკომპანია TRT Haber–ის ცნობით, ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ მზად იყო „ჩაეყარა საფუძველი“ კომპრომისისთვის, რომელიც დაასრულებდა ომს რუსეთსა და უკრაინას შორის. თურქეთის ლიდერის თქმით, დასაწყისისთვის მოსკოვსა და კიევს შეეძლოთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, შემდეგ კი სამართლიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ის ელოდება პუტინის ვიზიტს „რაც შეიძლება მალე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S