Accentnews.ge
ესტონეთის საგარეო: ვიქტორ ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს

ესტონეთის საგარეო: ვიქტორ ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს

05/07/2024 06:38:31 ევროპა

ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს, – ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტს.

„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმის მიმართ. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. ეს შეხვედრა არ შეესაბამებოდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.

მანამდე ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც.

მედიის ცნობით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ორბანი 5 ივლისს მოსკოვში გაემგზავრება და ვლადიმირ პიტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.

1 ივლისს უნგრეთი ოფიციალურად გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე. ანუ ორბანი შეხვდება პუტინს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S