05-07-2024 14:50:29 კონფლიქტები
ქართველი და აფხაზი კომუნისტები მოსკოვში, "სსრკ-ის კომუნისტური პარტიის" აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე შეხვდნენ. სხდომას, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 4 ივლისს გაიმართა, რუსი კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი უძღვებოდა, რომელმაც შეკრებილთ "დასავლური ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ" მოუწოდა.
"პლანეტისთვის ყველაზე დიდ და ბოროტ საფრთხეს სადღეისოდ წარმოადგენს ნაციზმი და ფაშიზმი. შეხედეთ, როგორ მძლავრობს იგი დღეს ამერიკაში, ევროპაში, ახლა კი - უკვე ჩვენს ძვირფას უკრაინაში ამერიკელებისა და ნატო-ელების ხელმძღვანელობით. დღემდე ფაშიზმის დამარცხება მხოლოდ კომუნისტებმა შეძლეს. ამდენად, მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ თანამედროვე ფაშიზმთან ბრძოლაში. არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც დაინტერესებული არაა ჩვენს გამარჯვებაში. უკრაინა - ეს უნიკალური ქვეყანა ამხელა პოტენციალით, დასავლური ფაშიმის გამარჯვებით არ უნდა დაიღუპოს" - განაცხადა, რუსული მედიის ინფორმაციით, ზიუგანოვმა.
ქართველი და აფხაზი კომუნისტების შეხვედრის შესახებ დეტალები ჯერ არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ, რომ დელეგაციებს ადგილობრივი კომპარტიების ლიდერები ხელმძღვანელობდნენ.