
რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი
08/07/2024 09:54:04 მსოფლიო
უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე.
დედაქალაქ კიევში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, დაიბომბა ქალაქის ბავშვთა საავადმყოფო, მიმდინარეობს პაციენტების ევაკუაცია.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, სამი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ ქალაქ პოკროვსკში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა.