
ზელენსკი – ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე: ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე
08/07/2024 10:20:02 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშს გამოეხმუარა.
მისი თქმით, ეს საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში და რომ მან ათასობით ბავშვი გადაარჩინა.
"ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. შეუძლებელია, რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამავე თემაზე: რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი.