
რუსეთი ამტკიცებს, რომ კიევში ნგრევა უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია
08/07/2024 11:27:11 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა დაადასტურა, თუმცა უწყება ამტკიცებს, რომ სამიზნე "უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის ობიექტები" და "უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზები" იყო.
რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ უკრაინის განცხადებები სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ სარაკეტო თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ამავე თემაზე: რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი.