
უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
08/07/2024 11:40:24 მსოფლიო
უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, – იუწყება Reuters.
უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა.
კიევის გარდა, რუსეთის სამიზნე გახდა ქალაქები: პოკროვსკის, დნიპროს, კრივი რიჰის, სლოვიანსკისა და კრამატორსკი.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა დაარტყეს კიევში მდებარე ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ შენობასაც.