მოსკოვი "აფხაზეთის ტერიტორიიდან ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდების" ინიციატივით გამოდის

08-07-2024 16:02:06 კონფლიქტები ,პოლიტიკა

მოსკოვი "აფხაზეთის ტერიტორიიდან ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდების" ინიციატივით გამოდის. ეს იდეა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადისლავ შურიგინმა გააჟღერა.

მისი თქმით, "საჭიროა აფხაზეთში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების შეყვანა, რომლებიც პარტიზანული საქმიანობით დაკავდებიან, მათ შორის აფხაზური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით შავი ზღვის თავზე ამერიკულ საჰაერო ხომალდებს ჩამოაგდებენ".

"ჩვენ ხომ გვაქვს ასეთი სახელმწიფო - აფხაზეთი და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?! თუ ასე მოხდება, ჩვენს [რუსეთის - რედ.] მიმართ პრეტენზიები ვერავის ექნება, ხომ ასეა? აფხაზეთი კი არაღიარებულია და პასუხიც სოხუმს მოეთხოვება" - განაცხადა შურიგინმა.

ცნობისთვის: რამდენიმე თვის წინ რუსეთი სოხუმთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში, ძველი სამხედრო ბაზის საფუძველზე ახლის - რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის ჩამოყალიბებას შეუდგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები