
კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
08/07/2024 15:29:06 მსოფლიო
კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქალაქის ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.
იხილეთ ასევე: უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი – რუსული დარტყმის შემდეგ ბავშთა საავადმყოფო დენის, ჟანგბადისა და წყლის მარაგის გარეშე დარჩა