ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე თავდაცვით ხაზს შექმნის და 600 ბეტონის ბუნკერს ააშენებს

09-07-2024 20:09:54 ევროპა

ესტონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის შექმნას და 600 ბეტონის ბუნკერის აშენებას გეგმავს. იტყობინება ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR.

არსებული ცნობებით, თავდაცვითი ხაზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

ესტონეთის სახელმწიფო თავდაცვის საინვესტიციო ცენტრის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა კადი-კაი კოლომ განაცხადა, რომ უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელმაც უნდა შექმნას ბუნკერების სამი განსხვავებული პროტოტიპი.

ბუნკერების მოთხოვნების შედგენისას გათვალისწინებული იყო უკრაინის ომის გამოცდილება. მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ შიგნით 10-მდე მებრძოლი განთავსდეს აღჭურვილობითა და კვების ადგილით. ისინი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე უნდა დამონტაჟდეს, მაგრამ თუ ქვეყნის თავდაცვის ძალები ჩათვლიან, რომ ზოგიერთი შენობის განთავსება კერძო მიწაზე იქნება საჭირო, მიწის მესაკუთრეებთან მოლაპარაკებას დაიწყებენ.

გარდა ბუნკერების მშენებლობისა, თავდაცვის ხაზი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს და მავთულხლართებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები