
სახდეპი: ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა
09/07/2024 18:58:33 პოლიტიკა
ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა,– თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
ამ განცხადებით მან 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე.
"ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო და ისინი უფრო მართებულად გააკეთებენ ამაზე კომენტარს. მათ ცხადად თქვეს, ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით, რომ როცა საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა", - თქვა მილერმა.
კითხვაზე, ძალაშია თუ არა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვა, მილერი პასუხობს, რომ "ურთიერთობის გადახედვა კვლავ გრძელდება".
9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია" და რომ ეს "ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“.
ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) - 2024 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
იხილეთ ასევე: "რუსებს ვახარებთ! პირველი მსხვერპლი თავდაცვაა!" – რას ფიქრობს გენერალი შეჩერებულ პროგრამებზე
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021