Accentnews.ge
მედია: რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციები და კიბერშეტევები შესაძლოა, NATO–ს მე-5 მუხლის გააქტიურების საფუძველი გახდეს

მედია: რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციები და კიბერშეტევები შესაძლოა, NATO–ს მე-5 მუხლის გააქტიურების საფუძველი გახდეს

10/07/2024 11:43:09 მსოფლიო

ნატოს ერთ-ერთმა ქვეყანამ შეიძლება მოითხოვოს დაცვა მოკავშირეებისგან ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით ჰიბრიდული ოპერაციებისა და რუსული კიბერშეტევების გამო. ამის შესახებ ვაშინგტონში ნატოს მაღალჩინოსანმა განაცხადა, იტყობინება "ამერიკის ხმა".

ამგვარად ოფიციალურმა პირმა უპასუხა კითხვას, როგორი შეიძლება იყოს ნატოს რეაქცია რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებსა და ევროპაში დესტაბილიზაციის მცდელობებზე.

”საბოლოოდ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქმედებებს განაგრძობს რუსეთი”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

”ჩვენთვის ეს ძალიან ნათელია – ჩვენ ვიცით, რომ კიბერნეტიკის სფეროში ყველაფერი შეიძლება გასცდეს მეხუთე მუხლის ფარგლებს, ისევე როგორც ჰიბრიდული დივერსიული ოპერაციები”, - აღნიშნა მან.

ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანას, რომელიც განიცდის ასეთ თავდასხმებს, შეუძლია, მოკავშირეებისგან დაცვა მოითხოვოს. ჯერჯერობით არც ერთ მათგანს ეს არ გაუკეთებია, – დასძინა მან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აპირებს, ვაშინგტონში, ალიანსის სამიტზე დააყენოს საკითხი ნატოს პასუხის შესახებ რუსეთის ბოლოდროინდელ ჰიბრიდულ თავდასხმებზე.

იხილეთ ასევე: CNN – ევროპაში, სამხედრო ბაზებზე დივერსიას რუსეთი ამზადებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S