Accentnews.ge
ბორელმა როგორც აშშ-ს, ისე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა

ბორელმა როგორც აშშ-ს, ისე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა

10/07/2024 12:06:19 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი როგორც აშშ-ს, ისე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონიძიებაზე განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ ცოტა ხნის წინ მოვისმინე პრეზიდენტ ბაიდენისგან, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ამისათვის ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამრეწველო შესაძლებლობები, მეტი ფული უნდა დავდოთ მაგიდაზე და მეტი ტექნოლოგიური განვითარება გვჭირდება. ჩვენ ეს გავაკეთეთ ევროს კრიზისის დროს. ჩვენ ეს გავაკეთეთ პანდემიის დროს და ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ჩვენი თავდაცვის აღსადგენად.

ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ევროპის გამოღვიძება არ უნდა ნიშნავდეს, რომ შეერთებულმა შტატებმა მშვიდად დაისვენოს.

ნება მომეცით, გითხრათ, რომ კონგრესმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დებატებში 6 თვე გაატარა. „დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ". "არა, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ". "ჩვენ საბოლოოდ გავაკეთეთ ეს“, - ამ დებატების შემდეგ გამოვიდა კანონპროექტი, მაგრამ მანამდე, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები დასუსტდა.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ასეთი დებატები ატლანტიკის ორივე მხარეს. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელსაც დღეს რუსეთი წარმოადგენს, ისევე, როგორც ეს 75 წლის წინ იყო. და დღეს მხოლოდ ერთობას შეუძლია, გადაარჩინოს პირველ რიგში, ევროპელები და დემოკრატია და თავისუფლება მთელ მსოფლიოში", – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის: 9 ივლისს ვაშინგტონში გაიხსნა NATO–ს სამდღიანი სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის დაფუძნებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება. სამიტის მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S