10-07-2024 16:21:07 კონფლიქტები
მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა.
სატელიტური ფოტოების მიხედვით, სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, ხოლო 4 და 5 ივლისს – ოკუპირებულ აფხაზეთში.
აღნიშნული ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, თუმცა მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი.
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა ოჩამჩირეში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ მიმდინარე წლის იანვარში აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა წელს დაიწყოს.