Accentnews.ge
რა პოლიტიკური გეგმები აქვს ზვიად ძიძიგურს

რა პოლიტიკური გეგმები აქვს ზვიად ძიძიგურს

17/01/2020 19:45:29 პოლიტიკა

„კონსერვატორი“, დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად ძიძიგური 2020 წლის პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩენას არ აპირებს, თუმცა დეტალებზე, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად გეგმავს აქტივობებს, ამ ეტაპზე არ აზუსტებს.

„კონსერვატიულ პარტიას“ დაფარული აქვს მთელი საქართველო. საკრებულო არ არის დარჩენილი, სადაც ჩვენი ფრაქციები არ გვაქვს. მართალია, სრულად არ არის „კონსერვატორებით“ დაკომპლექტებული, მაგრამ ფრაქციები ყველგან გვაქვს. ვართ საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური პროცესების მიმართ, ამიტომ გადაწყვეტილებას „კონსერვატორები“, თუ როგორი ტიპის მომავალი გვექნება, ვისთან ერთად დავინახავთ თავს არჩევნებში, ერთად მივიღებთ. ერთი ფაქტია, 2020 წელი არის პოლიტიკური აქტიურობის წელიწადი და „კონსერვატორები“ ამ პოლიტიკური აქტიურობის მიღმა დარჩენას არ ვაპირებთ“,– განაცხადა ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვეს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ გაცემული დაპირება პარლამენტში ჩააგდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S