Accentnews.ge
კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს

10/07/2024 20:04:37 პოლიტიკა

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს. როგორც MEGOBARI Act–ის თანაავტორმა, კონგრესმენმა ბილ კიტინგმა განაცხადა, ეს კანონპროექტი "პასუხია, რომ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩებოდა".

„მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო MEGOBARI Act–ს, რომელიც ჩემი მეგობრის ჯო უილსონის მიერ არის წარდგენილი. ორპარტიული MEGOBARI Act, რომლის თანაავტორიც მე ვარ, პასუხია იმაზე, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩებოდა", – განაცხადა მან.

მისი თქმით, ქართველი ხალხი თითქმის 30 წელია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ ამ მისწრაფებას მხარს უჭერს.

თავის მხრივ, MEGOBARI Act–ის ინიციატორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ "MEGOBARI Act მოიცავს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის".

"ამასთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მუხლებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოში იქნება სამართლიანი და თავისუფალი. [...] მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცეს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე, რა დროსაც საქართველოს მომავალი გადაწყდება. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ის განისაზღვროს ომის კრიმინალი პუტინის მიერ”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI act-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კენჭს სავარაუდოდ, ხვალ უყრის.

"ეს საკითხი სავარაუდოდ, გაივლის კომიტეტს", -წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ჰელსინკის კომისიის ცნობით, "MEGOBARI Act მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ".

"MEGOBARI Act კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს", –ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ამავე თემაზე: რა სანქციებს ითვალისწინებს MEGOBARI Act

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S