
NATO–მ დღევანდელ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა
10/07/2024 21:38:34 პოლიტიკა
NATO–მ დღევანდელ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა. ამის შესახებ NATO-ს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტიდან ირკვევა.
დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.
- "ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.
ამავე თემაზე: რა ეწერა NATO–ს სამიტის კომუნიკეში საქართველოს თაობაზე 2023 წელს.
ცნობისთვის: 2008 წელს ბუქარესტში გამართული NATO–ს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ NATO–ს წევრები და მათი შემდეგი ნაბიჯი MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) იქნებოდა.