
"შენი საქმე არ არის" – აშშ-ში საქართველოს ელჩი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს
12/07/2024 08:59:11 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან "ფორმულას" ჟურნალისტს უთხრა.
კითხვა ეხებოდა, ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას, რომელშიც საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები.
ზალკალიანმა ჟურნალისტს უთხრა, რომ თუ რატომ არ აპირებს გადადგომას, ეს ისი "საქმე არ არის".
თავად დეკლარაციაზე მას კომენტარი არ გაუკეთებია:
"არაფერს არ გეტყვი".
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ–მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცემი გადახედვის შესახებ განაცხადა. თეთრ სახლში თქვეს, რომ ამჟამად ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია.