
უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ღონისძიებას, ევროპულმა ქვეყნებმა დემარში გამოუცხადეს
12/07/2024 14:37:44 ევროპა
უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას რამდენიმე ევროპული სახელმწიფო არ მიიღებს, მათ შორისაა შვედეთი.
როგორც „როიტერი“ შვედეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, დემარში ვიქტორ ორბანის ნაბიჯს უკავშირდება. ამ შემთხვევაში საუბარია მოსკოვში ვიზიტსა და ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე, რასაც ევროპელი ლიდერთა უკმაყოფილება მოჰყვა.
„უნგრეთის ქმედებები ევროკავშირს ზიანს აყენებს და ამას ბუდაპეშტისთვის შედეგები უნდა მოჰყვეს. ამიტომ შვედეთი არ მონაწილეობს არაფორმალურ სხდომბეში, რომლებიც დაგეგმილია ივლისში“, – თქვა შვედეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზუოლმა.
მისი თქმით, შვედეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ამ სხდომებზე სახელწმიფო მოხელეებით და არა მინსტების დონეზე იქნება წარმოდგენილი და მსგავს ნაბიჯს ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანა განიხილავს.
უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა როტაციის პრინციპით 1 ივლისს გახდა და ამ სტატუსით 31 დეკემბრამდე ისარგებლებს.
იხილეთ ასევე: FT: უნგრეთს შესაძლოა, ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩამოერთვას
ბერლინი: ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დაგვაზარალა