Accentnews.ge
ისრაელმა "ჰამასის" მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

ისრაელმა "ჰამასის" მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

15/07/2024 09:56:01 მსოფლიო

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ შაბათს ღაზას სექტორში განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა "ჰამასის" ცნობილი საველე მეთაური რაფე სალამა, რომელიც ხან იუნის ბრიგადის მეთაური იყო და "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაურის მოადგილე მუჰამედ დეიფი.

IDF ანგარიშში ნათქვამია, რომ სალამა იყო გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რასაც მოჰყვა ომი ღაზაში. ამასთან, ჯერ კიდევ არ არის ზუსტი ინფორმაცია თავად მოჰამედ დეიფის ბედის შესახებ, რომელიც ისრაელის დარტყმის მთავარი სამიზნე იყო. იერუსალიმში ხაზს უსვამენ, რომ ჯერ ვერ ადასტურებენ მის სიკვდილს და ამავდროულად აღნიშნავენ, რომ "ჰამასი" მალავს ინფორმაციას დეიფის შესახებ.

ჯგუფი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მისი მეთაური ცოცხალია და ადანაშაულებს ისრაელს სულ მცირე, 90 პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტები მოხვდა ლტოლვილთა კარვების ბანაკს. ისრაელის არმიამ უარყო ინფორმაცია ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შესახებ.

მუჰამედ დეიფი გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდება. ისრაელში დეიფი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძებნილ ჯიჰადისტად 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან.

კვირას მედიამ "ჰამასის" მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ დაჯგუფება გამოვიდა ისრაელთან ზავის და 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ჯიჰადისტების მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებიდან. გადაწყვეტილების მიზეზი პალესტინის მოსახლეობის „მასობრივი“ და მუჰამედ დეიფის შესაძლო მკვლელობა გახდა. მოგვიანებით "ჰამასმა" უარყო ინფორმაცია მოლაპარაკებებიდან გასვლის შესახებ და დაადანაშაულა ისრაელი კონფლიქტის ესკალაციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გზის მოჭრის მიზნით.

პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს (მაგრამ არა ღაზას სექტორს), ასევე შაბათს ჰამასი დაასახელა ომის გაგრძელებაზე პასუხისმგებელად.

იხილეთ ასევე: აბასი ღაზაში მიმდინარე ომზე "ჰამასს" აკისრებს პასუხისმგებლობას

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S