"ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც პოლარიზაციის განმუხტვის მოლოდინია"
20/01/2020 09:50:09 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც პოლარიზაციის განმუხტვის მოლოდინია
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის არსებით ნაწილში წინსვლა იქნება.
„ჩემი პოზიციის გახმოვანებისგან თავს შევიკავებ, რადგან ახლა პროცესის შუაში ვართ. ჩვენ და სხვა ინიციატორებიც ვახდენთ საკითხების, კომპრომისისთვის და საერთო ენის გამონახვისთვის საჭირო სივრცის იდენტიფიცირებას, ეს იქნება გადამწყვეტი. როგორც ვიცით, ყველა მხარე მზად არის დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც მივესალმებით. მთავარი გამოწვევა იქნება., დისკუსიებიდან, რომელიც გვქონდა მანამდე და საკითხებიდან, რომელიც იყო განხილული, გადავიდეთ საკითხებზე, რომლებზეც შეთანხმება შესაძლებელია და, რომლებიც ეხება საარჩევნო სისტემის რეფორმას. ასევე, ამ საკითხთან ერთად, ვცადოთ გარემოს დეპოლარიზაცია და ნდობის დამყარება. ეს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების ფონზე. მინდა ვთქვა, რომ ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც არის პოლარიზაციის განმუხტვის მოლოდინი. ეს არის ჩვენი საერთო დღის წესრიგის მთავარი საკითხი. იმედი მაქვს, დიალოგის არსებით ნაწილშიც წინ წავიწევთ“,- განაცხადა საქართველოშ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.


