ცსკო–ს თავმჯდომარის შემოსავლები: "63 სამუშაო თვიდან, მხოლოდ 16 პრემია-დანამატის გარეშე"
20/01/2020 13:10:42 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისკის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიერ 2013-2019 წლებში შრომის ანაზღაურების სახით აღებული 800,000 ლარიდან 300,000 მხოლოდ პრემია-დანამატები იყო;,– იუწყება ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი", რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაწეულ ხარჯებზე ახორციელებს მონიტორინგს.
მისივე ცნობით, ანაზღაურება მკვეთრად გაიზარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წლებში – 2016 და 2018-ში;
63 სამუშაო თვიდან, მხოლოდ 16 თვეა ისეთი, როდესაც ჟვანიას პრემია-დანამატი არ აუღია.


