Accentnews.ge
"Politico": აშშ-ის დაზვერვა ტრამპზე ახალი თავდასხმების მზადების შესახებ იუწყება

"Politico": აშშ-ის დაზვერვა ტრამპზე ახალი თავდასხმების მზადების შესახებ იუწყება

17/07/2024 09:22:48 მსოფლიო

უახლოესი კვირების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე ახალი თავდასხმები შეიძლება, განხორციელდეს, - იუწყება გამოცემა "Politico" ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ცნობით, მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტ მტკიცებულებას იღებს 13 ივლისის თავდასხმასთან ირანის კავშირის თაობაზე.

"თეირანი წლებია, მუშაობს ტრამპის მკვლელობის ორგანიზებისთვის. ეს ირანის პასუხად უნდა იქცეს 2020 წელს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის გენერლის - ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციაზე, რომელიც თავის დროზე ტრამპის მიერ იყო სანქცირებული", - წერს "Politico".

მანამდე მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა CNN-მაც, რომლის მონაცემებით, დაზვერვის ინფორმაციის გამო ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპის დაცვა საგრძნობლადაა გაძლიერებული.

თავად თეირანი ტრამპზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალი ბაგერ ქანიმ განაცხადა, თეირანი გეგმავს, გენერალ სულეიმანის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებელ პირთათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას "მხოლოდ სამართლიანი სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით" მიაღწიოს.

ცნობისთვის: გენერალი სულეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ამერიკელი სამხედროების მიერ იქნა ლიკვიდირებული. ტრამპი, რომელმაც ეს ბრძანება გასცა, მაშინ აცხადებდა, რომ "სულეიმანი იდგა ირანში მშვიდობიან მომიტინგეთა დიდი რაოდენობის მკვლელობის, ასევე ათასობით ამერიკელის მკვლელობის ან დაჭრის უკან და კიდევ მეტის მკვლელობას გეგმავდა". ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ კი მაშინ აშშ-ის მიმართ "სასტიკი შურისძიება" დააანონსა. მალევე, რამდენიმე დღეში ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყში ამერიკულ ბაზაზე, რის შედეგადაც ათობით ამერიკელი სამხედრო დაიჭრა.

ერაყში ამერიკულ ბაზაზე ანალოგიური თავდასხმა დღესაც მოხდა, თუმცა წინასგან განსხვავებით, ამჯერად მსხვერპლი არ არის.

ცნობისთვის: დონალდ ტრამპს 13 ივლისს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო მიტინგზე დაესხნენ თავს. მსროლელის - 20 წლის მამაკაცის, გვარად კრკუსის მიერ AR ტიპის იარაღიდან ნასროლმა ტყვიამ ექს-პრეზიდენტს ყური დაუზიანა. თავად კრკუსი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

ირკვევა, რომ მსროლელს იარაღი მამამ აჩუქა.

კრკუსი რესპუბიკელად იყო რეგისტრირებული, თუმცა დემოკრატიულ პარტიასთან დაკავშირებულ პოლიტიკური მოქმედების კომიტეტში შეწირულობის სახით $15 ჰქონდა შეტანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S