სამი პარტიის ერთობას "კოალიცია ცვლილებისთვის" ერქმევა

18-07-2024 15:38:36 პოლიტიკა

პარტიების - "ახალის", "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" წინასაარჩევნო გაერთიანებას "კოალიცია ცვლილებისთვის" ერქმევა.

ამის შესახებ ინფორმაცია პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია იტყობინება.

გაერთიანება არჩევნებზე ნომრით - 4 - წარდგებიან.

9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამი ოპოზიციური პარტია - "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.

ამ დროისთვის არსებობს კიდევ ორი გაერთიანება: პარტია "ლელო საქართველოსთვის", ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ასევე საარჩევნოდ დაფუძნდა პლატფორმა "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის".როგორც ცნობლია, პარტია "საქართველოსთვის" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები