Accentnews.ge
უკრაინამ "ლუკოილის" ნავთობის სლოვაკეთში ტრანზიტი შეაჩერა

უკრაინამ "ლუკოილის" ნავთობის სლოვაკეთში ტრანზიტი შეაჩერა

18/07/2024 18:10:58 ევროპა

უკრაინამ შეწყვიტა რუსული კომპანია "ლუკოილის" ნავთობის ტრანსპორტირება. ეს გავლენას მოახდენს ბრატისლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა "სლოვნაფტის" მუშაობაზე, იუწყება სლოვაკური სააგენტო TAST ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით.

შეზღუდვები ეხება მხოლოდ "ლუკოილის" ნავთობის მიწოდებას რუსული კომპანიის წინააღმდეგ უკრაინული სანქციების გამკაცრების გამო. სხვა რუსული ნავთობის მიწოდება სლოვაკეთში არ შეჩერებულა, აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

თუმცა, მიწოდების ხანგრძლივმა დეფიციტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბრატისლავის ქარხნის ოპერაციებზე. ალტერნატიულ მომწოდებლებზე ეტაპობრივი გადასვლის მიუხედავად, ქარხნის მიერ გადამუშავებული ნავთობის ორი მესამედი კვლავ რუსული წარმოშობისაა.

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს პრობლემის მოგვარებაზე.

მანამდე ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება შეწყდა და რომ მოსკოვთან ერთად მუშაობს პრობლემის სამართლებრივი გადაწყვეტაზე.

უნგრეთი და სლოვაკეთი ნავთობს რუსეთიდან "დრუჟბას" ნავთობსადენით იღებენ –ის გადის ბელარუსის ტერიტორიაზე. მოზირში მილსადენი დაყოფილია ორ ტოტად. ჩრდილოეთი მიდის პოლონეთსა და გერმანიაში, ხოლო სამხრეთი უკრაინის გავლით სლოვაკეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში.

"ლუკოილი" უკრაინის სანქციებს 2018 წლიდან ექვემდებარება, მაგრამ შეზღუდვები ნავთობის ტრანსპორტირებას არ შეეხო. 2024 წლის ივნისში სანქციები გამკაცრდა. კერძოდ, დაწესდა ტრანზიტის აკრძალვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S