
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
19/07/2024 09:21:33 პოლიტიკა
82 მომხრე, 0 წინააღმდეგი – პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის პროექტი 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: - პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
“სასჯელის 1/6-ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს 22 000 პრობაციონერი გვყავს. აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება - საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
განხილვის პარალელურად, მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა თბილისში აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს.
ამავე თემაზე: ვის შეეხება/არ შეეხება ამნისტია და რამდენ პირს შეუმცირდება პირობითი მსჯავრი.
მეზვრიშვილი: "მოვითხოვთ „ოცნებისგან“, ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს"
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021