Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე განმარტავს, რის საფუძველზე შეიძლება, შეიცვალოს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რის საფუძველზე შეიძლება, შეიცვალოს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი

19/07/2024 10:51:46 ციტატა

„ამ ქალაქში აღმოჩნდა ხალხი, რომლებმაც გადაწყვიტეს ამნისტიის საკითხით ხელის მოთბობა. ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, რაც ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებაა და ვიღაცები ამით სარგებლობენ. მინდა, „გირჩის“ წარმომადგენლებს მივმართო, ძალიან ბევრი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ამ თემაზე შეგვევაჭრებით და რაღაც მუხლებს ჩაგვაწერინებთ. ეს ამბავი ციხეშიც ვრცელდება. შეიძლება, ეს თქვენი ბრალი არაა. ყველას ვაფრთხილებ ამ თემაზე ასე ნუ ისაუბრებენ! მიმაჩნია, რომ დავუშვათ, გაუფრთხილებელი დანაშაულის შემთხვევაში, შეიძლება რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდეც, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით. არავითარ შემთხვევაში, ეს არ იქნება პოლიტიკური და სხვა სახის ვაჭრობის საგანი. ყველას ვაფრთხილებ, თუ ვინმე ვინმეს აქეზებს, რომ ახლა შენ დაიწყე შიმშილობა და ამ მუხლს შეეხება, თუ ვინმეს უნდა, რომ რომელიმეს არ შეეხოს, ეს მხოლოდ ამ პროტესტის გამო მოხდება. ერთადერთი საფუძველი, რის გამოც შეიძლება შეიცვალოს, თუკი რაიმე მუხლს შეიძლება შეეხოს, ამისი ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს არგუმენტი, სამართლებრივი, მორალური და ა.შ. ნურავინ ითაღლითებს! თუკი რამე არ მოხდება, ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არცერთი პუნქტი არ დაემატება. თუ ვინმეს უნდა არგუმენტებით დაგვარწმუნოს, ეს მისაღებია, მაგრამ თუკი ვინმეს უნდა, რომ დაგვარწმუნოს, დაგვაშანტაჟოს, ან შიმშილობით ან პროტესტის რაიმე ფორმით, თუ კი გინდათ, რომ არ შეეხოს რომელიმე მუხლს, ამ ფორმით და ამ გზის გავლით არ შეეხება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამავე თემაზე: პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S