Accentnews.ge
ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის მხარდაჭერის "გაორმაგების" პირობა დადო

ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის მხარდაჭერის "გაორმაგების" პირობა დადო

19/07/2024 12:40:18 მსოფლიო

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ ბრიტანეთი "გაორმაგებს" უკრაინის მხარდაჭერას,– იტყობინება The Guardian.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი 19 ივლისს ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო სხდომას ესწრება და 1997 წლის შემდეგ, ის გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, ვინც პირადად დაესწრო ბრიტანეთის მთავრობის სხდომას. ბრიტანეთის მთავრობა უკრაინის პრეზიდენტს ფეხზე მდგომი მიესალმა.

"ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენთვის და მოხარული ვართ, რომ გხედავთ აქ. დიდი პარტივია მოგესალმოთ დაუნინგ სტრიტზე ამ დილით. ეს არის ნამდვილად ისტორიის ნაწილი." - თქვა სტარმერმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას "ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა" აქვს და რომ რუსეთის აგრესია "უპატიებელია და არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს."

ერთი დღით ადრე გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ბლენჰაიმის სასახლეში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.

ზელენსკის პირველი შეხვედრა ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან გასულ კვირას, ვაშინგტონში, ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S