Accentnews.ge
სახალხო დამცველი: ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით, მათ შორის 14 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა

სახალხო დამცველი: ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით, მათ შორის 14 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა

19/07/2024 15:29:51 სამართალი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადასტურებს პატიმართა შიმშილობის შესახებ სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით, მათ შორის 14 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა.

"ბოლო დღეების მანძილზე საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამნისტიის აქტთან დაკავშირებით არსებული ვითარების მიმართ. შესაბამისად, აპარატში პენიტენციური დაწესებულებებიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულები N2, N3, N5, N6, N8 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

ვიზიტების შედეგად აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ დაწესებულებებში ამნისტიის კანონის მოქმედების ფარგლების გაფართოების თხოვნით 8 მსჯავრდებული შიმშილობდა. 14 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი შიმშილობდა აგრეთვე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებსაც ვიზიტის დროისთვის შიმშილობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდათ.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გააგრძელებენ პატიმრებთან შეხვედრებს", – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

ამავე თემაზე: სახალხო დამცველი პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით 3 რეკომენდაციით მიმართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S