Accentnews.ge
კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბარს კვლავ განაგრძობს

კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბარს კვლავ განაგრძობს

22/07/2024 08:39:38 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბარს კვლავ განაგრძობს. ამჯერად მან ამაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველოს) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგების კონტესტში ისაუბრა.

„ასეთი კვლევები არაა სანდო. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებით საფრთხეებსა და პრობლემებს, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთვის ვინც ქმნის პრობლემას, ეს არის "გლობალური ომის პარტია". ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ "გლობალურ ომის პარტიაში" არ ვგულისხმობთ აშშ-სა და ევროკავშირს. სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. საზოგადოება კარგად ხედავს და ხვდება ამ ყველაფერს. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად, 2022 წლიდან დღემდე, მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

ვეთანხმები იმ მოცულობას, რაც ქვეყანაშია - ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. 2022 წლიდან დღემდე, გლობალური ომის პარტია, მათ შორის, კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით, საქართველოში ომის მეორე ფრონტის გამოწვევას ცდილობდა. სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: დასავლელი ლიდერები "გლობალურ ომის პარტიას" "კრემლის ნარატივს" უწოდებენ. თავად კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბრის მიზეზად "დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანების თავიდან არიდებას" ასახელებს.

15 ივლისს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრეს–პიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ "არც კი იცის ეს [ "გლობალური ომის პარტია"] რას ნიშნავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S