ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

22-07-2024 18:32:51 კავკასია

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო,– იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.

„მივესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს, ევროპული ფონდის ფარგლებში სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოყოფისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით“, - თქვა მირზოიანმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისტორიაში პირველად, ევროკავშირი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს "ევროპის მშვიდობის ფონდიდან" 10 მლნ ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს „სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები