რა პოლიტიკური გეგმები აქვს თეა წულუკიანს
21/01/2020 10:29:49 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრობას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გეგმავს, აქტიურად იყოს ჩართული საარჩევნო კამპანიაში, თუ „ქართული ოცნების“ სურვილი იქნება, მათთან ერთად დარჩეს პოლიტიკაში, თუმცა ფიქრობს, რომ რვა წელი საკმარისია იმისთვის, რომ ერთმა პირმა მართოს ერთი უწყება.
„2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული 8 წელი იქნება ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის იუსტიციის სამინისტროში. ვფიქრობ, საკმარისი პეროდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდები, როგორი იქნება გადაწყვეტილება. მანამდე კი ვგეგმავ, ძალიან აქტიურად ვიყო საარჩევნო კამპანიაში“,– განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მას სჯერა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადადგომას არ აპირებს.


