„ჩემი ვალია, ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა“

21-01-2020 14:43:03 ციტატა

„სახალხო დამცველის ფუნქციაა სწორედ ის, რომ მოქალაქეები დაიცვას გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩემი ვალია, ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ვერ ვხვდები, რას გულისხმობენ. თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითი, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“.

ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ იუსტიციის მინისტრის ბრალდებას, რომ ის ყველას ომბუდსმენი არაა და მაგალითად, არ დაიცვა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, როდესაც მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები