Accentnews.ge
ცეცაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ, ძალიან შემცდარა

ცეცაძე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ, ძალიან შემცდარა

23/07/2024 12:10:40 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვაჟა ცეცაძე იკითხება. ცეცაძეც აგვისტოს ომის ვეტერანი და რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეა.

ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კითხვებს მაგისტრი მოსამართის წინაშე უპასუხებს.

"პირველი ზარი რომ შემომივიდა გამომძიებლისგან, მან მითხრა, რომ რაღაც შეთქმულებასთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული, ამის შემდეგ, მე მგონი "ტვ იმედმა" გააჟღერა, რომ მეორე მუხლი იყო რაღაც ტერორიზმთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი, ჩემ თავს ვეკითხები და ასეთი რამ არც მახსენდება რომ ვინმესგანაც კი მომესმინოს... ჩვენი პროფესიონალიზმი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ, ძალიან მაგრად შემცდარა, ჩვენ ვიბრძვით მთელი ცხოვრება, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უსაფრთხო", - უთხრა ჟურნალისტებს ვაჟა ცეცაძემ.

მანამდე დაიკითხა ასევე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი გელა კახაბრიშვილი.

„კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართაული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება. ეკითხებიან ადამიანს, რადგანაც შენ ხარ მებრძოლი, უკრაინაში ხომ არ აპირებ ამ ტერორისტულ აქტებში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებასო”. – თქვა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს, გრიფით საიდუმლო ადევს. შესაბამისად, საქმის დეტალები, მათ შორის, როდის დაიწყო, რის საფუძველზე არ საჯაროვდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით რამდენიმე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი დაიბარა, მათ შორის, ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი და კონსტანტინე ჯღამაია. იმავდროულად, "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ გარდა "შეთქმულებისა", "სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს, რომლის მიზანიც „ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელებაა" და იქვე ოპოზიცია დაადანაშაულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S