Accentnews.ge
მამულაშვილი: „ქართულ ოცნებას“ სურს, გაამწვავოს საკუთარ თავზე მითები თავდასხმის შესახებ

მამულაშვილი: „ქართულ ოცნებას“ სურს, გაამწვავოს საკუთარ თავზე მითები თავდასხმის შესახებ

23/07/2024 12:35:21 პოლიტიკა, სამართალი

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმისა და შეთქმულების მულებით დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც დაკითხვებზე იბარებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

ირკვევა, რომ დაკითხვების პროცესში გამომძიებლებმა მამუკაშვილიც ახსენეს.

„ეს არის კიდევ ერთი აბსურდული ბრალდებების სერია „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ. რაც შეეხება წინაპირობას, არჩევნებიდან არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას“ სურს, გაამწვავოს საკუთარ თავზე მითები თავდასხმის შესახებ. ეს მითოლოგია გამოცდილი მეთოდია რუსეთის მიერ...სწორედ მსგავსი რამ ხდება რუსეთში წინასაარჩევბნოდ, მაგრამ უფრო ცუდ ფორმებში – იქ აფეთქებენ სამოქალაქო პირებს სახლებში და ქმნიან რაღაც საშიშროებას. ეს არის რუსული მეთოდებით მთავრობის გამყარების წესი. სამწუხაროდ, ამ წესებს მიყვება საქართველოს მთავრობა და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, ვინც მართლა საქმეს აკეთებს საქართველოსთვის და ცდილობს, არ შეარცხვინოს საკუთარი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე“,– თქვა მამულაშვილმა.

მისი ხედვით, „ივანიშვილი ცდილობს, თავი მოაწონოს კრემლს, თითქოს დაიწყო რაღაც სახის ღონისძებები მათ წინააღმდეგ, ვინც საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ფედერაციას ბრძოლის ველზე“.

კიდევ ერთ მიზნად მამულაშვილი მოქალაქეების დაშინების მცდელობას ასახელებს, „თუ მებრძოლებს დაჩაგრავენ, გზა ხსნილი ექნებათ ჩვეულებრივი მოქალაქეებისკენ, რომლებიც რაღაც სახის პროტესტს გამოთქვამენ“.

"გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე შემიძლია, ვილაპარაკო. ინფორმაცია აუცილებლად გადაეცემა ჩვენს მეგობრებს დასავლეთში და აუცილებლად უნდა იყოს რეაქცია საქართველოს მთავრობის ამ საქციელზე. რადგან, ადამიანებს, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, რომლებიც მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე შეწირონ საქართველოს ინტერესებს, ასე ექცევა საკუთარი მთავრობა, თუმცა ამ ადამიანთა ჯგუფს ჩვენს მთავრობად არ ვთვლით",– დასძინა მან. მას არ დაუზუსტებია კონკრეტულად რა ცნობებზეა საუბარი.

საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს, გრიფით საიდუმლო ადევს. შესაბამისად, საქმის დეტალები, მათ შორის, როდის დაიწყო, რის საფუძველზე არ საჯაროვდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უსაფრთხოების სამსახურმა, ბოლო პერიოდში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით რამდენიმე ომის ვეტერანი და უკრაინაში მებრძოლი დაიბარა, მათ შორის, ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცეცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი, გელა კახაბრიშვილი და კონსტანტინე ჯღამაია. იმავდროულად, "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ გარდა "შეთქმულებისა", "სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს, რომლის მიზანიც „ოცნების“ ლიდერების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის განხორციელებაა" და იქვე ოპოზიცია დაადანაშაულა.

ადვოკატმა თქვა, რომ გამოკითხვის პროცესში ახსენეს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს, რა შეხება აქვთ მათ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მბრძოლ ქართველებთან. ამ კონტექსტში, ადვოკატის თქმით, ახსენეს „ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი:

„ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან... ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება. მტკიცებულებები რომ არსებობდეს და ამდაგვარი ქმედებით ადამიანის სიცოცხლის საფრთხე რომ არსებობდეს, მაგალითად, მე პირადად, უკვე დასრულებული მექნებოდა, ანუ არათუ მოწმედ დავკითხავდი, უკვე ყველას ბრალს წავუყენებდი”. – თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S