Accentnews.ge
ბილ კიტინგის გზავნილი "ქართულ ოცნებასა" და ქართველ ხალხს

ბილ კიტინგის გზავნილი "ქართულ ოცნებასა" და ქართველ ხალხს

23/07/2024 19:07:41 პოლიტიკა

კონგრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც MEGOBARI Act–ის თანაავტორია, "ქართულ ოცნებასა" და ქართველ ხალხს ორი გზავნილით მიმართავს.

როგორც კიტინგმა კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კრემლით შთაგონებული კანონი "უცხოეთის აგენტების შესახებ", რათა თავს დაესხას სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში".

"მე ორი მესიჯი მაქვს, ერთი – "ქართულ ოცნებასთან", მეორე – ქართველ ხალხთან. მივმართავ საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები არ ჩაივლის უპასუხოდ. [...] ქართველ ხალხს კი მივმართავ, იცოდეს, რომ მისი ამბიცია ევროკავშირში და NATO-ში ყოფნის შესახებ კარგადაა ცნობილი აშშ-ის კონგრესში, ადმინისტრაციაში და ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ამ მიმართულებით", - განაცხადა ბილ კიტინგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S