„დიახ, ადამიანის უფლებების დამცველები დახეული ჯინსებით დადიან დედამიწაზე ყველგან“

21-01-2020 16:59:20 ციტატა

„რა იყო იმ ვიდეოში საზოგადოებისთვის საჩვენებელი?.. მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრების უდიდესი ნაწილი ციხეებში ადამიანის უფლებების მონიტორინგში მაქვს გატარებული. 15 წელი დავდიოდი ქართულ ციხეებში და ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, მოიპოვო ნდობა პატიმრისგან იმასთან ერთად, რასაც აკეთებ პროფესიულ საქმიანობაში, ისიცაა, რომ მას არც ერთი წამით არ აგრძნობინო, რომ მასზე უპირატესი ხარ. თანასწორი, მისნაირი, რომ მასთან ადამიანური საუბარი შეუძლია და არა ჰალსტუხით გამოცხადებული, ჩანაწერების წიგნით ახალგაზრდა, რომელიც თავისთავად სასაცილოდ გამოიყურება. ადამიანის უფლებების დაცვა ეს ყველაზე უფრო ხალხოსნური საქმიანობაა, რაც ადამიანმა შეიძლება, წარმოიდგინოს და დიახ, ადამიანის უფლებების დამცველები დახეული ჯინსებით დადიან დედამიწაზე ყველგან: ეს არ არის პროფესია, რომლითაც მილიონერი გახდები და „არმანის“ პიჯაკით ივლი. სწორედ ამ თემაზე ცდილობდა წულუკიანი ყუდარღების გადატანას“.

ამის შესახებ იურისტმა თინა ხიდაშელმა იუსტიციის მინისტრის მიერ დღეს პარლამენტში წარდგენილი ვიდეოს საპასუხოდ განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები