კობახიძე – აშშ–ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე: ჩვენ მოვისმინეთ უსამართლო შეფასებები, ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე

24-07-2024 12:01:15 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე გუშინ აშშ–ის კონგრესში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "უსამართლო შეფასებები" მოისმინეს, რაც მისი აზრით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმაა საქართველოს სახელმწიფოზე.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან რაც არის ძალიან სამწუხარო, ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს განსხვავებული დღის წესრიგი, ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი. თქვენ იცით რამდენი რამე გაფუჭდა ამ ურთიერთობებში გასული 3-4 წლის განმავლობაში, ამ ფონზე ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ჩვენი შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ამ ფონზე რა თქმა უნდა ის განცხადებები რომლებიც მოვისმინეთ, რომლებიც გაკეთდა არის კონტრპროდუქტიული, ასევე მთელი რიგი აქტები რომლებიც განხორციელდა ბოლო კვირების განმავლობაში არის კონტრპროდუქტიული, მე ვიტოვებ იმედს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ურთიერთობების გადატვირთვა არის თანაბრად საქართველოს და აშშ-ის ინტერესებში და მე იმედი მაქვს, რომ სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება, შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები