Accentnews.ge
„იმდენადაა ბანაკები დაყოფილი, არ მგონია, შეთანხმება მოხდეს“

„იმდენადაა ბანაკები დაყოფილი, არ მგონია, შეთანხმება მოხდეს“

21/01/2020 13:12:05 პოლიტიკა

„კონსერვაორი“ ზვიად ძიძიგური, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დატოვა, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.

ძიძიგური მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას არ ელის, მით უფრო, რომ მისი თქმით, ამისთვის ცოტა დროა დარჩენილი.

„იმდენადაა ბანაკები დაყოფილი, თავიანთ სიმართლეში დარწმუნებული, არ მგონია, შეთანხმება მოხდეს. სთავაზობდნენ [მმართველი გუნდი] სრულად პროპორციულს, ახლა თითქოს რაღაც შეთავაზება გააკეთა [„ქართულმა ოცნებამ], არ ვიცი, დასთანხმდება თუ არა ოპოზიცია, მაგრამ მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რომ სხვა ტიპის საარჩევნო სისტემით ჩავატარებთ 2020 წლის არჩევნებს. ვნახოთ, ამისთვის თვენახევარია დარჩევნილი. არჩევნებამდე 6 თვით ადრე თამაშის წესები გარკვეული უნდა იყოს“,– განაცხადა ძიძიგურმა.

მას შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა დაპირებული პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციამ საპარლამენტო ცხოვრებას ბოიკოტი გამოუცხადა. ქვეყანაში დაიწყო აქციები. უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი აკვირდება. ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებასა და აქციების გაგრძელებას აანონსებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S