Accentnews.ge
ევროპარლამენტარი – ქართულ დელეგაციას: „თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ბატონი ივანიშვილი კულისებს მიღმა აწყობდა საარჩევნო სისტემის ჩავარდნის სცენარს“

ევროპარლამენტარი – ქართულ დელეგაციას: „თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ბატონი ივანიშვილი კულისებს მიღმა აწყობდა საარჩევნო სისტემის ჩავარდნის სცენარს“

21/01/2020 14:54:54 პოლიტიკა

გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპარლამენტარმა მარკ გალერიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ყოველთვის ურყევი მხარდაჭერა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა თქვენს ვალდებულებების შესრულებასთან ერთად უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, დღეს ცდილობთ შემოგვასაღოთ საარჩევნო სისტემის ჩავარდნა, როგორც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი დონე „ქართულ ოცნებაში“. როგორც ცნობილია რამდენიმე წევრმა „ქართლი ოცნება“ დატოვა. გულახდილად თქით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს“,-განაცხადა გალერმა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა დასვეს კრიტიკული კითხვები საქართველოში მიმდინარე პროტესტისას დაკავებული აქტივისტების შესახებ, პროკურატურაში ოპოზიციის ლიდერების დაბარების თაობაზე. აღინიშნა, რომ პარლამენტმა თაად დაბლოკა პარლამენტი "თბილისის სამარცხვინო კედლით" და ის, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდება დემოკრატიაზე არ მეტყველებს.

მათივე თქმით, 2020 წელი გამოცდისაა და სწორედ ამ დროს განისაზღვრება დემოკრატიის ხარისხი.

თავად ქეთევან ციხელაშბილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იმაზე, რომ რომ რუსი სამხედროების რიცხვი უკვე 10 000–მდეა გაზრდილი, გრძელდება მავთულხლართების გავლების პროცესი, ახალგორში ჰუმანიტარულ კრიზისზე და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერა სთხოვა.

კუთავას თქმით, არსებულ ფორმატში ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შესალებლობა არ ჰქონდა და მათ კითხვებს მიმდინარე ერთი კვირის განმავლობაში უპასუხებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S