Accentnews.ge
რა საკითხებზე იმსჯელა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტთან

რა საკითხებზე იმსჯელა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტთან

21/01/2020 15:09:07 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

„ჩემთვის პატივია, რომ დღეს ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი გვმასპინძლობს იერუსალიმში. უსაფრთხოება, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტექნოლოგიები, კულტურა – ყველა ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც ახლო და ისტორიული კავშირები,“ – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„საქართველოსა და ისრაელს შორის არა მხოლოდ ღრმა და ახლო ურთიერთობებია, არამედ – ისტორიული. განვლილმა 26-მა საუკუნემ ჩამოაყალიბა კავშირი ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ საქართველოსა და ისრაელის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და რუვენ რივლინმა ისრაელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს..

„საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტს მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებისას, ისრაელის გავლენებისა და ურთიერთობების გამოყენება სთხოვა, რათა ისრაელმა შეახსენოს მათ, რომ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია ვერასოდეს წაადგება მშვიდობას რეგიონში.

თავის მხრივ კი, ისრაელის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს სთხოვა, საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობისას რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში ყურადღება გაამახვილოს უსაფრთხო ისრაელის მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S